ისტორია

ფარის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა  2013 წელს  შემოწირულობებითა და სასწავლო გრანტის ფარგლებში შეიქმნა.

2013 წელს,მწერალმა,დათო ტურაშვილმა საზოგადოებას ,მოუწოდა შეეგროვებინათ  წიგნები ფარის საჯარო სკოლისთვის.
მისი დახმარებით, საკმაო რაოდენობის წიგნები შეგროვდა,რამაც საფუძველი ჩაუყარა ფარის საჯარო სკოლის,სასკოლო ბიბლიოთეკის შექმნას.
მოსწავლებისა და პედაგოგების ძალისხმევით,საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეძენილ იქნა წიგნების გარკვეული რაოდენობა,ასევე სკოლის დირექციამ გამოყო მნიშვნელოვანი თანხა,რაც მოხმარდა წიგნადი ფონდის შევსებას და ინვენტარის შეძენას.
ნელ-ნელა შემოწირულობებისა და ყოველწლიურად წიგნების შესყიდვების შედეგად საკოლო ბიბლიოთეკა აღიჭურვა მდიდარი სამეცნიერო,მხატვრული,დამხმარე და მეოთოდური ლიტერატურით.

Comments