ბიბლიოთეკის წესდება

                           მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის                                                  ბიბლიოთეკის დებულება

                                                  ზოგადი დებულება
1.1. ბიბლიოთეკა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დარგის სასწავლო, სამეცნიერო - პოპულარული, მხატვრული და მეთოდური შინაარსის პროფილური საბიბლიოთეკო დოკუმენტები.


                         2. ბიბლიოთეკის მიზნები და ფუნქციები 
2.1. ბიბლიოთეკის ძირითად მიზანს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა, პროფესიული სტუდენტების და მასწავლებლების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა სათანადო სახელმძღვანელოებით. 
2.2. სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს საგანმანათლებლო და ბიბლიოგრაფიული მუშაობის ცენტრს,მიზნად ისახავს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხელშწყობას და კლასგარეშე კითხვის ორგანიზებას:
  • წიგნის შესახებ სემინარების მოწყობა
  • შემოქმედებითი წრეების ჩამოყალიბება
  • წიგნის კვირეულის მოწყობა
  • საგანმანათლებლო პროექტები,რომელიც გაზრდის წიგნის კითხვისადმი ინტერესს.

  • 3. ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობანი 
3.1. ბიბლიოთეკის ქონების და ფონდის დაცვა,მოვლა-პატრონობა სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა და მკითხველისათვის;
 3.2. ბიბლიოთეკა ვალდებულია გაუწიოს მკითხველს კონსულტაცია ინფორმაციის წყაროების არჩევასა და ძიებაში;
 3.3. ბიბლიოთეკა ვალდებულია შეისწავლოს ბიბლიოთეკის მომხმარებლის მოთხოვნები და სრულყოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; 
3.4. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ფონდში არსებული გამოცემების აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურად გამოყენებას.

3.5. ბიბლიოთეკის მიერ ლიტერატურის შეძენა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ანგარიშფაქტურით, ხოლო ბიბლიოთეკისთვის ლიტერატურის ჩუქების შემთხვევაში უნდა გაფორმდეს ჩუქების ხელშეკრულება . 
3.6. მოსწავლის მიერ სწავლის დასრულების შემთხვევაში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროს დავალიანების არ არსებობა.ასევე დაწესებულების პერსონალისთვის, კონტრაქტით მოწვეული პირებისათვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას არ შეიძლება განხორციელდეს საბოლოო ანგარიშსწორება თუ პერსონალს ბიბლიოთეკის მიმართ გააჩნია დავალიანება.


                  4. ბიბლიოთეკარი 
4.1. ბიბლიოთეკის საქმიანობას უზრუნველყოფს ბიბლიოთეკარი. 
4.2. ბიბლიოთეკარი:
  წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას;
  პასუხს აგებს ბიბლიოთეკის ქონების დაცვასა და მიზნობრივი გამოყენებისთვის;
  ატარებს სათანადო ღონისძიებებს ბიბილიოთეკის მატერიალურ- ტექნიკური ბაზის სრულყოფის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
  უზრუნველყოფს წიგნების მიღებას, დამუშავებას და მათი აღრიცხვას ელექტრონულ ან ბეჭდურ კატალოგებში;
  უზრუნველყოფს სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას;
  უზრუნველყოფს მკითხველთათვის კონსულტაციების გაწევას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების თაოაბზე. 




                      5. მკითხველის უფლებები და მოვალეობები 
5.1. ბიბლიოთეკის მკითხველია:
  მოსწავლე;
  პროფესიული სტუდენტი; 
 დაწესებულების პერსონალი;
  დაწესებულებაში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მოწვეული პირები; 
5.2. მკითხველს უფლება აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ისარგებლოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი მომსახურებით.
5,3იშვიათი/ფასიანი წიგნები, ალბომები, დოკუმენტები, რომლებიც მხოლოდ ერთიეგზემპლარით არის წარმოდგენილი ბიბლიოთეკაში და ინფორმაციისელექტრონული მატარებლები სახლში წასაღებად არ გაიცემა. 
. 5.4. მკითხველი ვალდებულია : 
 გაუფრთხილდეს წიგნებს, ბიბლიოთეკის ქონებას;
მასალის მიღების მომენტში დეფექტის აღმოჩენისას აცნობოს ბიბლიოთეკარს;
  მასალის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების და შინაარსის გამოცემით ან გადაიხადოს წიგნის ღირებულების ორმაგი თანხა. 
 დროულად დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალები.
  არ გააკეთოს ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებულ მასალებზე ჩანაწერები,არ ამოხიოს ფურცელი ან სხვა სხვაგვარად არ დააზიანოს მასალა. 
5.5. მკითხველოს მიერ ბიბლიოთეკის წესების დარღვევის შემთხვევაში ბიბლიოთეკარი იყენებს შემდეგ სანქიცებს: 
 გაფრთხილება; 
  •  მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 

Comments